აღმოაჩინეს თუ არა რუსთავის სკოლებში აკრძალული ნივთიერებები

2021-06-25 17:00:58

რუსთავის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში ბოლო 2 წელია მაღალი რისკის მქონე აკრძალული ნივთიერების შეტანის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა - ამის შესახებ მანდატურის სამსახურიდან "ინფო რუსთავისთვის" მიწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ რუსთავის სკოლებში, არც 2019-2020 და არც 2020-2021 სასწავლო წლებში, აკრძალული ნივთიერების არცერთი სახოების აღმოჩენა არ მომხდარა.

აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის მასშტაბით, 2019-2020 სასწავლო წელს, პნევმატური, სასიგნალო (სტარტოვკა) ან აირის იარაღის კატეგორიაში დაფიქსირდა 2 ერთეული ნივთი, იგივე ოდენობის ბლაგვი საგანი და ელექტროშოკი. 2020-2021 სასწავლო წელს -1 პნევმატური იარაღი, ერთი ბლაგვი საგანი და არც ერთი ელექტროშოკი.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები