"ავტობუსებს ტექნიკური წუნი ჰქონდა"

2021-06-23 16:14:36

რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის 13 ავტობუსში გათბობა-გაგრილების სისტემა არ ჩაირთო.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლელა ლუარსაბიშვილმა განუცხადა, ავტობუსებს ქარხნული წუნი აღმოაჩნდათ, რის გამოც არ ჩაირთო გათბობა-გაგრილების სისტემა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის პრობლემა უკვე მოგვარებულია და თურქულმა კომპანიამ, რომლისაგანაც ავტობუსების შეძენა მოხდა, საგარანტიო პირობების თანახმად შეისწავლა აღნიშნული საკითხი და პრობლემა მოაგვარა.

"ავტობუსების გათბობა-გაგრილების სისტემაში შეიქმნა პრობლემა. ამ ავტობუსებს მოყვება საგარანტიო პირობები. თურქულმა მხარემ შეისწავლა და საგარანტიოს ფარგლებში ეს პრობლემა მოგვარდა. ავტობუსებს ჰქონდათ ქარხნული წუნი, არ ჩაირთო და არ ამუშავდა გათბობა-გაგრილების სისტემა",- განუცხადა "ინფო რუსთავს"ლელა ლუარსაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 40 ახალი მუნიციპალური ავტობუსი რუსთაველებს თებერვლის თვიდან ემსახურება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები