ავარია ცენტრალურ ხიდზე (ვიდეო).

2016-11-23 14:02:47

ავტოსაგზაო შემთხვევა მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელ ხიდზე დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. ერთმანეთს „სუბარუს“ და „მერსედასის“ მარკის მსუბუქი ავტომობილები დაეჯახნენ. ავარიის შედეგად 60 წლამდე ქალბატონი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.რუსთავის  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის, გიზო ლემონჯვას, განცხადებით ქალბატონს  შუბლის არეში მარცხენა მხარეს  სისხლდენის  ზედაპირული ნაკაწრი ჭრილობები და მუხლის არეში მარცხენა მხარეს აღენიშნება ნაჭდევი. პაციენტი  აღნიშნავს ტკივილს გულმკერდის მარცხენა მხარეს, თუმცა გარეგნულად დაზიანება არ ჩანს. ამ დროისთვის დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.