ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთში

2021-06-21 14:59:49

სომხეთში 20 ივნის ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, პარტიამ მოიპოვა.

პირველადი შედეგების თანახმად საკანონმდებლო ორგანოში სამი პოლიტიკური ძალა 107 მანდატს გადაინაწილებს. პარლამენტში შევა: ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“, ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“ და ბლოკი „მაქვს პატივი“ შევა.

სომხური მედიის ინფორმაციით მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდება : „სამოქალაქო შეთანხმება“ – 71 მანდატი, ბლოკი „სომხეთი“ - 29 მანდატი და ბლოკი „მაქვს პატივი“ – 7 მანდატი.

მოქმედი პრემიერის-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, განცხადებით მისმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვე და სწორედ ისინი ჩამოაყალიბებენ მთავრობას, რომელსაც ისევ ფაშინიანი უხელმძღვანელებს.

სომხეთის ცენტრალურმა კომისიამ ხმების დათვლის პროცედურა 2008-ვე საარჩევნო უბანზე დაასრულა. წინასწარი შედეგების თანახმად, არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია, „სამოქალაქო შეთანხმება“, ამომრჩეველთა ხმების 53.92%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, 21.04%-ით. მესამე ადგილს იკავებს საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“, რომელმაც, წინასწარი მონაცემებით, ხმების 5.23% მოიპოვა.