რუსეთში კამეროვის ოლქში ავიაკატასტროფა მოხდა.
L-410 ტიპის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 20-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ავარიულად დაეშვა კამეროვის ოლქში. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა და 13 დაშავდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის მიზეზი სავარაუდოდ ერთ-ერთი ძრავის მწყობრიდან გამოსვლა გახდა.