რუსთავის რომელ სკოლებს ჰყავს ყველაზე ძლიერი მასწავლებლები

2021-09-08 18:39:33

ყველაზე მეტი მენტორი მასწავლებელი რუსთავის #5 საჯარო სკოლას ჰყავს. ამის შესახებ "ინფო რუსთავისთვის" მასწავლებელთა სახლიდან მიწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

საინფორმაციო სააგენტო დაინტერესდა, რუსთავის რომელ სკოლაში რამდენი მაღალკვალიფიციური პედაგოგი ასწავლის და აღნიშნული მონაცემებისთვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართა. მოგეხსენებათ, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში 4 საფეხურს ვხვდებით, ესენია: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი. ბოლო საფეხურამდე მისასვლელად, პედაგოგოებს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი გზის გავლა უწევთ.

აღმოჩნდა, რომ ამ დროის მონაცემებით, ქალაქს 10 მენტორი მასწავლებელი ჰყავს, ისინი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით, ასე ნაწილდებიან:

№5 საჯარო სკოლა - 3;

№4 საჯარო სკოლა - 1;

№8 საჯარო სკოლა - 1;

№9 საჯარო სკოლა - 1;

№17 საჯარო სკოლა - 1;

№23 საჯარო სკოლა - 1;

№21 საჯარო სკოლა - 1;

№25 საჯარო სკოლა - 1.

დანარჩენ სკოლებს მენტორი მასწავლებლები არ ჰყავთ.

რაც შეეხება წამყვან მასწავლებლებს, ქალაქში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ჯამში, 243 ასეთი პედაგოგი ასწავლის. ყველაზე მეტი, 30 წამყვანი მასწავლებელი #4 და #22 საჯარო სკოლებს ჰყავს.

№4 საჯარო სკოლა - 30;

№22 საჯარო სკოლა - 30;

№5 საჯარო სკოლა - 18;

№21 საჯარო სკოლა - 18;

№20 საჯარო სკოლა - 17;

№25 საჯარო სკოლა - 17;

№15 საჯარო სკოლა - 15;

№2 საჯარო სკოლა - 11;

№17 საჯარო სკოლა - 11;

№24 ქართული გიმნაზია - 11;

№7 საჯარო სკოლა - 10;

№8 საჯარო სკოლა - 7;

№26 საჯარო სკოლა - 7;

№6 საჯარო სკოლა - 6;

№10 საჯარო სკოლა - 6;

№11 საჯარო სკოლა - 6;

№12 საჯარო სკოლა - 5;

№18 საჯარო სკოლა - 5;

№23 საჯარო სკოლა - 4;

№3 საჯარო სკოლა - 3;

№9 საჯარო სკოლა - 2;

№13 საჯარო სკოლა - 2;

№14 საჯარო სკოლა - 1;

№28 საჯარო სკოლა - 1;

აღსანიშნავია, რომ რუსთავის #16 და #1 საჯარო სკოლებს წამყვანი მასწავლებლები არ ჰყავს.

ყველაზე მეტი, 61 უფროსი პედაგოგი ასწავლის რუსთავის მე-4 და 24-ე საჯარო სკოლებში. ქალაქში, ჯამში, 959 ასეთი მასწავლებელია.

№4 საჯარო სკოლა - 61;

№24 ქართული გიმნაზია - 61;

№21 საჯარო სკოლა - 60;

№23 საჯარო სკოლა - 57;

№5 საჯარო სკოლა - 52;

№2 საჯარო სკოლა - 44;

№20 საჯარო სკოლა - 44;

№7 საჯარო სკოლა - 43;

№18 საჯარო სკოლა - 41;

№16 საჯარო სკოლა - 38;

№12 საჯარო სკოლა - 36;

№15 საჯარო სკოლა - 36;

№28 საჯარო სკოლა - 36;

№22 საჯარო სკოლა - 35;

№11 საჯარო სკოლა - 34;

№6 საჯარო სკოლა - 33;

№3 საჯარო სკოლა - 29;

№14 საჯარო სკოლა - 29;

№25 საჯარო სკოლა - 29;

№10 საჯარო სკოლა - 27;

№13 საჯარო სკოლა - 27;

№26 საჯარო სკოლა - 25;

№17 საჯარო სკოლა - 23;

№9 საჯარო სკოლა - 21;

№1 საჯარო სკოლა - 19;

№8 საჯარო სკოლა - 19.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები