ეპიდვითარება რუსთავში

2021-06-13 18:34:17

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 15 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 67 პირი შემოწმდა. პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.

კლინიკაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა "პისიარ" კვლევის შედეგად გამოვლინდა.

შემოწმებულთა შორის 2 პედაგოგი, 2 კი ტაქსის მძღოლი იყო, რომელთაგან კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.