წალენჯიხაში 53 წლის მამაკაცს ბზიკმა უკბინა და გარდაიცვალა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" წალენჯიხის მერის მოადგილემ ცოტნე შონიამ განუცხადა, კაცი ოჯახის წევრებს ფუტკრის ოჯახებად დაყოფაში ეხმარებოდა, რა დროსაც მას მწერმა საფეთქელის არეში უკბინა. მას, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიც, თუმცა მათ კაცისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა ვეღარ მოასწრეს.