რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ბეემვეს" მარკის ავტომობილი 11 წლის ბავშვს შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, მოზარდმა გადასასვლელზე 5 წლის ძმასთან ერთად გადაირბინა, რა დროსაც შეჯახება მოხდა.
დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.
როგორც სამედიცინო დაწესებულების პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა თამარ ყიყიშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.