რუსთავის ბაღებში საყოველთაო რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია

2020-06-08 11:55:10

რუსთავში არსებულ საჯარო ბაგა-ბაღებში 2021-2022 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 18 ივნისს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებიდან მიაწოდეს.

როგორც ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რეგისტრაცია ელექტორნულად ჩატარდება.

ბაღებში რეგისტრაცია 2021-2022 სააღმზრდელო წლისთვის 2 ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა პრიორიტეტულად მიჩნეული კატეგორიებიდან ბავშვების მიღებას, 30 მაისს დაიწყო და 4 ივნისს დასრულდა.

რაც შეეხება მეორე ეტაპს, ის ჩატარდება ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის სარეგისტრაციო საიტზე www.rustavikids.ge

რეგისტრაცია განხორციელდება:

11.00 საათიდან 2-3 წლიან ასაკობრივ ჯგუფში.
(16.09.2018 წლ.-დან 15.09. 2019 წლ. - ის ჩათვლით პერიოდში დაბადებული ბავშვები).

12.00 საათიდან 3-4 წლიან ასაკობრივ ჯგუფში.
(16.09.2017 წ.-დან- 15.09.2018 წლ. - ის ჩათვლით დაბადებული ბავშვები)

13 საათიდან 4-5 წლიან ასაკობრივ ჯგუფში.
(16.09.2016 წლ.-დან 15.09.2017 წლ. - ის ჩათვლით დაბადებული ბავშვები)

14 საათიდან 5-6 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფში.
(16.09.2015წ.დან - 15.09.2016წ. - ის ჩათვლით დაბადებული ბავშვები).

ელექტრონული რეგისტრაციის გავლისა და ბავშვის ჩარიცხვის შემთხვევაში ბაგა-ბაღში უნდა წარადგინოთ შემდეგი საბუთები:

1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
2. ორი ფოტოსურათი (3x4);
3. ცნობა ბავშვის რუსთავში რეგისტრაციის შესახებ, გაცემული იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს'' ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. (საინფორმაციო ბარათი);
4. ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).

ჩარიცხული ბავშვების საბუთებს მიიღებს შსაბამისი ბაგა- ბაღის ადმინისტრაცია 21 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები