ქართველმა ემიგრანტმა 38 წლის მიხეილ გოგინაშვილმა, 20 ივლისს ამერიკის შტატ ჩრდილოეთ კაროლინაში ორი ადამინის სიცოცხელ გადაარჩინა. მიხეილის მეუღლე „ინფო რუსთავთან“ საუბარში მომხდარს იხსენებს - „ავტობანზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საცობი იყო და ნელა გადავადგილდებოდით. მოულოდნელად ჩვენს წინ შევნიშნეთ ავარია, მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს დაჯახებოდა, რომელიც ცეცხლის ალში იყო გახვეული. ჩვენ გარდა შემთხვევის ადგილზე უამრავი ადამიანი იყო რომლიბიც ავტომობილებს ამოფარებულნი ადევნებდნენ თვალს, როგორ ეკიდა მანქანას ცეცხლი. მიხეილი უცბად მანქანიდან გადმოვიდა მსუბუქი ავტომობილისკენ გაიქცა, 2 მგაზვრი გადმოიყვანა ხოლო უკან დაბრუნებულმა ცეცხლასაქრობი გადმოიღო საბარგულიდან და ალმოდებული ტრაილერისკენ ცეცხლის ჩასაქრობად მიბრუნდა. მე ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ შემეჩერებინა და შეძახილებით ვცდილობდი მის გამხნევებას. მიხეილმა ცეცხლსაქრობით სცადა ცეცხლის ჩაქრობა, თუმცა სატვირთოს მძღოლის გადარჩენა ვერ შეძლო, როგორც მისგან გავიგე სატვირთო ავტომობილის მძღოლი ღვედის გახსნას ვერ ახერხებდა. სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მალევე მოვიდნენ, თუმცა მძღოლის გადარჩენა ვერ შეძლეს“. ნახეთ ვიდეო.