ამ წუთებში საავტომობილო საცობია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე. გავრცელებული ინფორმაციით ავტომობილების შეზღუდული გადაადგილება ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია. როგორც "ინფო რუსთავი"-სთვის გახდა ცნობილი რუსთავი ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე, მსუბუქი ავტომობილი მამაკაცს დაეჯახა. ამ მომენტისთვის ინფორმაციას ვაზუსტებთ, დეტალებს მოგვიანებით დავწერთ.