რუსთავში, მეზობელმა ხორცის მაღაზიის მეპატრონეს უჩივლა

2021-06-02 11:36:10

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, მეზობელმა ხორცის სარეალიზაციო მაღაზიის მეპატრონეს ხმაურისთვის უჩივლა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან მიაწოდეს.

როგორც ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დავით წიკლაურმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, მაღაზია კორპუსის 1-ელ სართულზეა განთავსებული, კორპუსის მე-3 სართულზე მცხოვრებ პირს კი, ხორცის დამუშავების დროს ცულის გამოყენების ხმა აწუხებდა.

ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ, გაზომეს ხმაურის დონე და აღმოჩნდა, რომ ის დასაშვებ ნორმას არ აღემატებოდა.

ფაქტთან დაკავშირებით, ხორცის სარეალიზაციო მაღაზიის მესაკუთრის არც გაფრთხილება და არც დაჯარიმება არ მომხდარა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები