ბუნებრივი აირი გაძვირდა

2021-05-28 00:13:38

თბილისი ენერჯი გაზს 34 თეთრად ყიდულობს და 26 თეთრად ყიდის - გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს.

გვინდა განვმარტოთ, რომ დღევანდელი მონაცემებით ვალუტის კურსის გამო კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს. სემეკის 2019 წლის დადგენილებით კი ყიდის 26 თეთრად. ამ მიზეზით  ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში თბილისი ენერჯიმ 25 მილიონი ლარი იზარალა. რის გამოც  საფრთხის ქვეშ დადგა თბილისის გაზის ქსელის უსაფრთხოებაზე ზრუნვა.  

აღსანიშნავია, რომ გაზის გატარება/მომსახცურების ტარიფი არ იცვლება და ისევ 10 თეთრია სადაც კომპანიის ყველა ხარჯია გათვალისწინებული და 2023 წლამდე მოქმედებს.

ბოლო რამდენიმე თვეა თბილისი ენერჯი ითხოვდა ახლაც ითხოვს მოსახლეობისთვის გაზის შესაძენი ფასის ეროვნულ ვალუტაში დაფიქსირებას. რაც ლარის კურსის ცვლილების შემტხვევაში მომავალში ტარიფის ცვლილებისგან დაიცავს როგორც მოსახლეობას ისე კომპანიას და საფრთხის ქვეშ არ დააყენებს დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებას.