2 გარდაცვლილი და 1 დაშავებული

2021-05-27 15:35:31

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფლების ორპირი - ცუცხვათის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადმიანი გარდაიცვალა, 1 კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც ერთი მძღოლი ადგილზე, მეორე კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.

გარდაცვლილები შუახნის მამაკაცები არიან.

რაც შეეხება დაშავებული მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ქალს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება, მას ქვედა კიდური აქვს მოტეხილი და მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს.