თაღლითობა და კრედიტის უკანონო მიღება

2021-05-27 11:24:36

ყალბი დოკუმენტებით კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი ამხილა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, საბანკო დაწესებულებაში წარადგინა ყალბი ცნობა. გამოძიებამ ასევე გამოავლინა პირი, რომელმაც ერთი-ერთი კომპანიის სახელით, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა ხსენებული ყალბი ცნობა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3წლამდე ვადით.