შემოდგომის პერიოდში ფოთლების წვის პრობლემა ერთ-ერთი აქტუალურია. მცენარეული ნარჩენების, მათ შორის ფოთლების, წვა აბინძურებს როგორც ჰაერს, ისე ნიადაგს. 1 ტონა მცენარეული ნარჩენის კვამლი გამოყოფს 9კგ მიკრონაწილაკს, რომლებიც ჰაერის ორთქლთან ურთიერთქმედებენ და წარმოქმნიან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის კიბოს განვითარებას. იმ შემთხვევაში კი თუ ფოთლებთან ერთად პოლიეთილენის პაკეტები ან პლასტიკური ბოთლების ნარჩენების იწვება, წარმოიქმნება მთელი რიგი ტოქსინები, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევასა და ღვიძლის დაზიანებას იწვევს, გარდა ამისა ნიადაგის ზედა ფენაში მძიმე მეტალების შემცველობა 1,5-2 ჯერ იზრდება. ნარჩენების მართვის კოდექსით, ფოთლების წვა 200 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებსფფ.2016 წლის მდოგმარეობით, ფოთლების წვის გამო დაჯარიმების 44 ფაქტი გამოვლინდა.