რუსთავის სკოლებში "ბოლო ზარი" დაირეკა [photo]

2021-05-21 00:38:55

ისევე როგორც მთელს საქართველოში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ბოლო ზარი დაირეკა რუსთავის საჯარო და კერძო სკოლებშიც.

მართალია, სკოლის დამთავრების აღნიშვნის ტრადიცია პანდემიიდან გამომდინარე შეიცვალა, თუმცა უცვლელი დარჩა ბევრი დეტალი, მათ შორის, "ბოლო ზარის" მთავარი სიმბოლო, თეთრი პერანგი, რომელზეც რიგ შემთხვევებში, წარწერებთან ერთად, საინტერესო და კრეატიული გამოსახულებებიც გვხვდება.

კურსდამთავრებულებიც ყოველწლიურად სწორედ ამ კუთხით ცდილობენ ფანტაზიის გაშლას.

"ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა, კვირის ფოტორეპორტაჟში თქვენთვის წარმოედგინა ამ წლის რუსთაველ კურსდამთავრებულთა ყველაზე საინტერესოდ, სახალისოდ და ორიგინალურად გაფორმებული თეთრი პერანგები.

მსგავსი ხასიათის ფოტოების გამოგზავნა შეგიძლიათ "ინფო რუსთავის" ფეისბუქ გვერდზე, პირად შეტყობინებებში და აღნიშნული სურათები დაემატება სტატიას.