ავარია რუსთავში, “ბოლო ზარზე”

2021-05-20 13:40:30

რუსთავში, ქუთაისის ქუჩაზე, “ბოლო ზარში” მონაწილე ავტომობილი ავარიაში მოხვდა.

ერთმანეთს “ფორდისა” და “ლექსუსის” მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, “ფორდის” მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელიც სკოლის დამთავრებას აღნიშნავდა, ყოფილ კლასელებსაც მიაკითხა, რა დროსაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე შეჯახება მოხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები