სავაჭრო ცენტრები სამუშაო საათებს ცვლიან

2021-05-18 14:50:32

სავაჭრო ცენტრები სამუშაო საათებს ცვლიან. ცხადია, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქებამ, გავლენა იქონია მოლების სამუშაო დროზეც.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, ე.წ. კომენდანტის საათის გადაწევის გათვალისწინებით რომელი სავაჭრო ცენტრი რომელ საათამდე იმუშავებს.

როგორც სოციალური ქსელში არსებული ოფიციალური გვერდებიდან ირკვევა, "სითი მოლის" საბურთალოსა და გლდანის ფილიალები მუშაობას 19:00 საათის ნაცვლად, 21:30 საათზე დაასრულებენ.

სამუშაო საათებს 21:00-მდე ახანგრძლივებს "ისთ ფოინთი".

ასევე, 21:00 საათამდე იმუშავებს "თბილისი მოლიც", თუმცა გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "კარფური" და სააფთიაქო ქსელ "ჯიპისის" ფილიალი 21:50 საათამდე იფუნქციონირებენ, კავეაში კი ბოლო სეანსი 20:00-ზე დაიწყება.

21:30 საათამდე ახანგრძლივებს სამუშაო საათებს "გალერეა თბილისი".

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათმა 23:00-მდე გადაიწია.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები