"ლეღვის ნახარშით რუჯის მიღების ტრადიცია 10 წლის ხდება"

2021-05-15 16:38:36

"ლეღვის ნახარშით დამწვრობის მიღების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 10 წელი ხდება", - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, პლასტიკურმა ქირურგმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

ქაშიბაძე იმედს გამოთქვამს, რომ წელს მსგავსი შემთხვევები აღარ დაფიქსირდება.

"დიდი იმედი გვაქვს, აღარ იქნება ასეთი შემთხვევები. იუბილეა, პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 10 წელი ხდება, მაგრამ იქნებ არ გავაათოთ. ბევრ ტრადიციას არ გაუძლია და იქნებ ამანაც ვერ გაძლოს. ყოველწლიურად გვაქვს იმედი, რომ ის წელი ჩავარდება, თუმცა შემთხვევები მაინც გვაქვს. ეს არის სუფთა ქართული ტრადიცია, ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის. ფიქრობენ ამ საკითხზე, ბევრს გაუციებია და ისე წაუსვამს, ბევრს დანამატები გაუკეთებია, ბევრმა გორგოლაჭებიანი საღებავის წასასმელი შეიძინა და იმით წაისვა და ა.შ.", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.