რუსთავის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 13 მაისს არ განახლდება.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ა.ა.ი.პ რუსთავის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, 13-14 მაისს ბაღის შენობებს დეზინფიცირება ჩაუტარდებათ და სააღმზრდელო პროცესი 17 მაისიდან დაიწყება.
"დაკეტილ ბაღებში პირდაპირ ვერ მივიღებთ ბავშვებს. ამიტომ 13-სა და 14-ში გვექნება ე.წ. სანიტარული დღეები. მოხდება ბაღების დასუფთავება, დეზინფიცირება და ორშაბათიდან დაველოდებით პატარებს",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ეკა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის დადგენილებით 3-დან 12 მაისის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით უქმე დღეები იყო გამოცხადებული. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კი 13 მაისიდან უქმე დღეები უქმდება.