საქართველოში მიწისძვრა მოხდა

2021-05-09 10:49:42

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 10:27 საათზე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარავანთან დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.