საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება

2017-07-17 18:55:14

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ქალაქ გარდაბანში შიდა გზების მოასფალტება გრძელდება. ამ ეტაპზე დასრულებულია ვაჟა-ფშაველას ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო ბორდიურები. ქალაქ გარდაბნის საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად თანხა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ქვენიფნელი“ 1 380 000 ლარად ასრულებს.