თურქეთში გამოცხადებული "ლოქდაუნი"მკაცრდება.
4 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით, თურქეთის მთავრობამ სავაჭრო სექტორის შეზღუდვები გაამკაცრა და სურსათით, პირველადი მოხმარების პროდუქციითა და სამედიცინო პროდუქტებით ვაჭრობის გარდა ყველა სხვა დასახელებით ვაჭრობის სფერო დახურა.
ახალი შეზღუდვები 7 მაისიდან ამოქმედდება.
თურქეთში "ლოქდაუნი" 29 აპრილს გამოცხადდა და ის ძალაში 17 მაისის ჩათვლით იქნება.