რუსთავში 2 ამცრელი პუნქტი დაემატა

2021-05-05 11:41:09

რუსთავში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კიდევ ორ დაწესებულებაში გაკეთდება.

დღეიდან 18 წელს გადაცილებული პირები, რომლებსაც ჩინურ ვაქცინაზე, "სინოფარმზე", ჯავშანი აქვთ აცრას რუსთავის N1 და N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გაიკეთებენ.

"სინოფარმის" ვაქცინა ასევე გაკეთდება კლინიკა "რუსთავშიც", სადაც უკვე თვენახევარია "ასტრაზენეკას" ვაქცინით 55 წელს გადაცილებულ პირებს ცრიან.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. თავდაპირველად აცრები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს N1 და N2 დიაგნოსტიკურ ცენტრებში უტარდებოდათ. თუმცა ახალციხეში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გაგრძელდებოდა, რისთვისაც რუსთავში კლინიკა "რუსთავი" გამოიყო.

ამ დროისთვის ვაქცინის გაკეთება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა 55 წელს გადაცილებულ პირებსაც შეუძლიათ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები