როდიდან შეძლებენ რუსთაველები საფლავზე გასვლას

2021-05-04 12:36:09

5 მაისიდან რუსთაველები მუნიციპალურ საფლავზე გასვლას შეძლებენ.

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღდუვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 5 მაისიდან მოიხსნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა იკრძალებოდა და ამ წესის დამრღვევი პირი 2000 ლარით ჯარიმდებოდა.