იერუსალიმში წმინდა ცეცხლის რიტუალი ჩატარდა.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 14:55 საათზე გადმოვიდა.
ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.
ცნობისთვის, წელს ცეცხლის რიტუალზე ვაქცინირებული ხალხიც დაუშვეს.