შაბათს 1 მაისს, წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალზე დასწრება ქრისტეს აღდგომის ტაძარში მხოლოდ ვაქცინირებულ პირებს შეეძლებათ.
ამის შესახებ განცხადება იერუსალიმის საპატრიაქროს ვებგვერდზე გავრცელდა.
განცხადების მიხედვით, ტაძარში შეშვება 09:00-დან 10:00-საათამდე შუალედში დაიწყება და მისულებს ვაქცინაციის დამადასტურებელი სპეციალური დოკუმენტის წარდგენა მოუწევთ.
არავაქცინირებული პირებისთვის კი წმინდა კონსტანტინესა და ელენეს ტაძრის ეზოში ადგილი გამოიყოფა.