კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2021-04-30 19:30:38

გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში PCR ტესტით გამოკვლეულ 15 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში გასულ 24 საათში კორონავირუსზე PCR ტესტით კიდევ 70 პირი შემოწმდა.

166 სწრაფი ტესტიდან 13 დადებითი იყო N1 დიაგნოსტიკურ ცენტრშიც. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის, მერი ლოლაძის განცხადებით, კლინიკაში წინა დღეს გაკეთებული PCR ტესტის პასუხებიც მოვიდა, რომლებიდანაც 5 დადებითი იყო.