ასპინძაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილია 40 წლამდე კაცი.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცი ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც შსს-ში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მე-6 ნაწილით დაიწყო.