რუსთავში მგზავრობის "აზრიანი სისტემა" ამოქმედდა

2020-04-28 20:05:51

"აზრიანი მგზავრობა", რომლის შესახებაც "ინფო რუსთავი" რამდენიმე თვის წინ გიყვებოდათ, რუსთავში უკვე შესაძლებელია. სწრაფი და მარტივი საინფორმაციო სისტემის შექმნა კომპანია "აზრმა" უკვე დაასრულა.

ამიერიდან, მგზავრებს მარშრუტის დაგეგმვის საშუალება სახლიდან გაუსვლელად, მობილური ტელეფონიდან ან Web პორტალიდან ექნებათ.

ონლაინ სერვისი Android-ისა და iOS-ის მომხმარებლებისთვის გარდა ვებ პორტალისა, ხელმისაწვდომი სპეციალურად შექმნილი მობილური აპლიკაციის საშუალებით იქნება.

სისტემა საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ სასურველი გაჩერება, მიუთითოთ ლოკაცია, სადაც მისვლა გსურთ და შეიტყოთ რეალური დრო, რამდენ ხანში იქნება თქვენთვის ხელსაყრელი ავტობუსი მითითებულ გაჩერებაზე.

ინფორმაციისთვის, სახლიდან გაუსვლელად მგზავრობის დაგეგმვის ამ მეთოდს უკვე იყენებენ თბილისში.



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები