ავსტრალიელმა მამაკაცმა, რომელმაც ხელის ცერა თითი უბედური შემთხვევისას დაკარგა, მის ადგილზე ფეხის თითის ტრანსპლანტაცია გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული Dailymail ავრცელებს. 20 წლის ზაკ მიჩელი ავსტრალიაში ფერმაში მუშაობდა, როდესაც მას ხარი დაესხა თავს, შედეგად კი ხელის ცერა თითი დაკარგა. მამაკაცმა ცერა თითის აღდგენისთვის სიდნეის ჰოსპიტალს მიმართა. როგორც ქირურგებმა შესთავაზეს, მას ცერა თითის ადგილზე ფეხის თითის გადანერგვა შეეძლო. მართალია, მიჩელი ხელის ცერა თითს "დაიბრუნებდა", თუმცა ფეხის თითს დაკარგავდა.
როგორც ექიმმა შონ ნიკლინმა განაცხადა, ოპრეაციამ წარმატებით ჩაიარა, პაციენტს ცერა თითში მგრძნობელობის და საბრუნებლად ერთწლიანი თერაპია დასჭირდება. ფეხზე დანაკლისი კი მას ყოველდღიურ სიარულში ხელს არ შეუშლის "მხოლოდ განსაკუთრებული აქტივობებისას, როცა ბალანსია საჭირო, მაგალითად სერფინგისას, შესაძლოა პაციენტს გაუჭირდეს, მაგრამ ადამიანების უმრავლესობას, რომლებსაც ტერფზე პატარა თითები აქვთ, თავისუფლად შეუძლიათ ყოველდღიურ დავალებებს გაართვან თავი, როგორიცაა სიარული" - აცხადებს ქირურგი.