"თურქეთი იკეტება"

2021-04-26 22:06:36

"29 მარტიდან 17 მაისამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით ლოქდაუნი ცხადდება",- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ერდოღანის განცხადებით, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვის ზრდის გამო ასევე იკრძალება რეგიონებს შორის მიმოსვლაც, საჭიროების შემთხვევაში კი გაიცემა სპეციალური ნებართვა.

ჩაკეტვის პერიოდში წესდება კომენდანტის საათი.

კვების სფერო გადადის მხოლოდ გატანის სერვისზე. კვირაობით ღია ბაზრები იკეტება.

საჯარო სამსახურებში მომუშავეები გადავლენ დისტანციურ ან მორიგეობით მუშაობაზე. შეწყდება სასწავლო პროცესი და ყველა გამოცდა გადაიდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები