რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" 2 ფილიალი გაქურდეს.
სულ ბოლო 10 დღის მანძილზე 5-ზე მეტია მაღაზიაა გაქურდული.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დღის საათებში, სავარაუდოდ, ორმა არასრულწლოვანმა მაღაზიებიდან ძვირადღირებული კარაქი, ყავები და ალკოჰოლური სასმელები მოიპარეს.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ საგამოძიებო-კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლები.