კოვიდკლინიკაში აფეთქებას 82 ადამიანი ემსხვერპლა [video]

2021-04-25 14:56:35

ერაყში, ბაღდადის კოვიდკლინიკაში ძლიერ აფეთქებას 82 ადამიანი ემსხვერპლა.[ვიდეო/video]

ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, კლინიკაში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობდნენ, ჟანგბადის ავზი აფეთქდა. გარდა მსხვერპლისა შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა 110 ადამიანი.

"სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფები ჯერ კიდევ შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან, იძიებენ თუ რა გახდა ხანძრის მიზეზი, რომელსაც უამრავი პაციენტისა და მათი თანმხლები პირის სიცოცხლე ემსხვერპლა",- განაცხადა ერაყის ჯანდაცვის მინისტრმა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები