მოგვიწევს თუ არა ზაფხულში პირბადის ტარება

2020-04-23 16:33:32

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, პირბადის ტარება გარე სივრცეში კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში მოგვიწევს. ამის შესახებ მან ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, "ინფო რუსთავის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ამ ეპიდვითარების პერიოდში, ეს არის მთავარი რეკომენდაცია. ვაქცინაცია გაფართოებული შედეგს უცებ ვერ მოგცემს, დრო სჭირდება. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ჯერ რამდენიმე თვე, ვერც გარეთ და ვერც შიგნით, ჩვენ ვერ მოივიხსნით პირბადეს. ისრაელმა მოხსნა გარეთ ეს, როცა აცრა მოსახლეობის 60%, ზაფხულში მოგვიწევს პირბადით სიარული, შეიძლება გაწყენინოთ, მაგრამ მოგვიწევს", - განაცხადა გამყრელიძემ.

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები