მოიხსნება თუ არა კომენდანტის საათი აღდგომის ღამეს

2021-04-24 00:13:21

"ამასთან დაკავშირებით იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო. საპატრიარქოსთან არის ურთიერთობები და მოლაპარაკებები, რომ ზოგადად წინასააღდგომო პერიოდი იყოს უფრო მოკრძალებული, რამდენადაც შესაძლებელია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "ინფო რუსთავის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა. საინფორმაციო სააგენტომ გამყრელიძეს ჰკითხა,  ოიხსნება თუ არა აღდგომის ღამეს, ისე როგორც ახალი წლისა და შობის შემთხვევაში მოხდა, კომენდანტის საათი. 

გამყრელიძის თქმით, ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია იმ წესების დაცვით უნდა აღევლინოს, როგორც ეს შარშან იყო.

"დავიცვათ ტაძრებში ყველამ ეს რეკომენდაციები, პირბადე, დისტანცია, არა გადაჭედილი ტაძრები. ახლა ამინდი იძლევა საშუალებას და ყველანაირი რიტუალი ჯობია რადიოფიცირება მოხდეს ტაძრების და გარეთ იდგნენ ადამიანები შესაბამისი დისტანციით, როგორც შარშან გავაკეთეთ ეს ყველაფერი და კარგადაც გაკეთდა, ამიტომაც არ გვქონია არანაირი ეპიდაფეთქება სარიტუალო ღონისძიებებიდან", - აცხადებს გამყრელიძე. 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები