რუსთაველი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში კომიტეტებში მოადგილეებად აირჩიეს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი - კომიტეტის პირველი მოადგილე უმრავლესობის წევრი გიორგი ბეგაძე იქნება, მოადგილეებად კი რევაზ არველაძე (უმრავლესობიდან) და გელა მიქაძე (ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“) აირჩიეს. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი - თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ერეკლე ტრიპოლსკი, მოადგილეებად კი საპარლამენტო უმრავლესობიდან მერაბ ქვარაია და უმცირესობიდან მამუკა ჩიქოვანი აირჩიეს.
მოადგილეები სხვა კომიტეტებში: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირინა ფრუიძე, ხოლო მოადგილეებად საპარლამენტო უმრავლესობიდან ბექა ნაცვლიშვილი, უმცირესობიდან კი, გიორგი კანდელაკი აირჩია. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი - თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დეპუტატებმა ირაკლი ბერაია, ხოლო მოადგილედ - კობა კობალაძე აირჩიეს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი იქნება, თავმჯდომარის მოადგილე უმრავლესობის კვოტით - შალვა კიკნაველიძე, ხოლო უმცირესობის კვოტით - ხათუნა გოგორიშვილი. პორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი, მოადგილეები: ირაკლი აბუსერიძე და ზაზა კედელაშვილი. აგრარულ საკითხთა კომიტეტი - თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს გელა სამხარაული, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებად საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან - ირაკლი შიოლაშვილი, საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან კი - ლაშა დამენია. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - პირველი მოადგილე - ზაზა ხუციშვილი; მოადგილეები: - ენძელა მაჭავარიანი და აკაკი ბობოხიძე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი იქნება, ხოლო მოადგილე უმცირესობის კვოტით - სერგო რატიანი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი - პირველი მოადგილის პოზიციაზე პაატა კვიჟინაძეს, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების პოზიციებზე კი საპარლამენტო უმრავლესობიდან ირაკლი ბერაიასა და უმცირესობიდან რომან გოცირიძეს ერთხმად დაუჭირეს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძეა, ხოლო მოადგილეები -ლევან კობერიძე და გიორგი წერეთელი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე, ნინო გოგუაძე, მოადგილეებად კი, საპარლამენტო უმრავლესობიდან, დიმიტრი ცქიტიშვილი, უმცირესობიდან კი, სალომე სამადაშვილის კანდიდატურები წარუდგინა, რომელსაც კომიტეტის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ვანო ზარდიაშვილი იქნა არჩეული, რომლის კანდიდატურაც, რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ წარადგინა. მისივე განცხადებით, უმრავლესობის კვოტით კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კიდევ ერთი კანდიდატურის თაობაზე კონსულტაციები ჯერ კიდევ გრძელდება და შემდგომი სხდომისთვის შემოთავაზებული იქნება შესაბამისი კანდიდატი.