თბილისში 16 ივლისს ფესტივალი "ტოლმა -2017" გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალზე ტოლმის სხვადასხვა სახეობა იქნება წარმოდგენილი, რომელსაც სპეციალურად შერჩეული ჟიური შეაფასებს. ფესტივალზე დაპატიჟებული არიან სპეციალისტი სტუმრები სომხეთიდანაც. "მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს, ვინც მობრძანდება თავისი მომზადებული ტოლმით" - აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.
"ტოლმა 2017-ის" გამართვა თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიის ეზოშია დაგეგმილი. ფესტივალი უკვე რამდენიმე წელია საქართველოს სომეხ ქალთა კავშირის "შუშანიკის" ორგანიზებითა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს, ასევე "ჰაიარტუნ" ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.