რა შემთხვევაში დაწესდება ლოქდაუნი

2021-04-14 19:05:07

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, როდესაც კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტს აცდება, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ უნდა დაიწყოს საუბარი შეზღუდვების შემდეგ გამკაცრებებზე.

მიდგომა კვლავ რჩება ისეთი, როგორიც აქამდე გვქონდა, დადებითობის მაჩვენებლის შემთხვევაში, როდესაც ის 4 პროცენტს აცდება, უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი ლოკდაუნზე, დახურვებზე, შემდეგ გამკაცრებებზე. ამ ეტაპისთვის ხდება ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება, ჩვენი მიდგომა არის, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ აღსრულება და მონიტორინგი, ჩვენი სურვილია, ეფექტური მართვის პირობებში არ მოხდეს ეკონომიკის გაჩერება, რადგან ვიცით, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.