საცხოვრებელ სახლში ხანძარს კაცი ემსხვერპლა

2021-04-14 15:56:32

სენაკში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა სახლიც.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებზე 4 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.

ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ კი მაშველებმა სახლში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ფოტო: "სენაკის ქრონიკა"