როგორია ეპიდვითარება რუსთავში

2021-04-13 17:53:44

რუსთავში კორონავირუსზე 436  პირი შეამოწმეს.

გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 12 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 196 პირი შემოწმდა.

გამოკვლეულებს შორის 1 პედაგოგი და 5 ტაქსის მძღოლი იყო, კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა.

კორონავირუსის 11  ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსზე 240 პირი შეამოწმეს.

პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები