რუსთავში, მე-14 საჯარო სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა დაუდასტურა.
ხეჩიკაშვილის თქმით, მიზეზი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მე-2 და მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის კოვიდ19-ის დადასტურება გახდა.
არსებული ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულები და-ძმა არიან.
დისტანციურ სწავლებაზე სკოლის 319 მოსწავლე 23 აპრილის ჩათვლით დარჩება.