ტარიფები 69.99 ევროდან დაიწყება

2021-04-12 17:44:09

ახალი გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings დიუსელდორფიდან  თბილისის მიმართულებით  ფრენებს გეგმავს.

Eurowings-ი თბილისის დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებით ფრენებს ივლისის ბოლოდან გეგმავს.

ფრენები კვირაში 2-ჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.

დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებაზე Eurowings-ი რეგულარულ რეისებს 21 ივლისიდან დაიწყებს. ტარიფები 69.99 ევროდან დაიწყება.

ცნობისთვის, ბილეთების გაყიდვა დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებაზე დაწყებულია.

გერმანული „ლოუქოსტერი“ Eurowings GmbH Lufthansa Group-ში შემავალი ერთ-ერთი ავიაკომპანიაა, რომლის ავიაპარკიც 139 საჰაერო ხომალდს აერთიანებს.