რუსთავში კიდევ ერთი სკოლის ეზო გამწვანდება [photo]

2021-04-12 14:31:33

რუსთაველი ეკოაქტივისტების ჯგუფი "გავიგუდეთ" კიდევ ერთი სკოლის ეზოს გამწვანებას გეგმავს.

მე-20 სკოლის შემდეგ ეკოაქტივისტები 150-მდე ხის ნერგს ამჯერად N24 საჯარო სკოლის(გიმნაზიის) ეზოში დარგავენ.

როგორც "გავიგუდეთს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკოლოზ მუსერიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა გამწვანების აქცია აპრილის შუა რიცხვებში დაიწყება.

"გამწვანების აქტივობა 15-დან 18 აპრილის ჩათვლით იქნება. დამოკიდებულები ვართ ამინდებზე. ტექნიკური დეტალებია გასავლელი და როგორც კი მოვრჩებით, მომენტალურად დავიწყებთ ხეების დარგვას. 150 ნერგი დაირგვება და შეიძლება დამატებით კიდე დაჭირდეს დარგვა",- განუცხადა ნიკოლოზ მუსერიძემ "ინფო რუსთავს".

რუსთაველი ეკოაქტივისტის თქმით, გამწვანების პროექტი 24-ე სკოლადამთავრებულების ფინანსური და ადამიანური თანამონაწილეობით განხორციელდება.

მუსერიძის განცხადებით, სკოლის ეზოში ფიჭვის, უნაყოფო თუთისა და თელას სახეობის ხეები დაირგვება და მოეწყობა საირიგაციო სისტემაც.

გამწვანების პროექტი კი უსასყიდლოდ კვლავ "ტეტრიქსის" არქიტექტორმა, გიორგი არევაძემ შექმნა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები