კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ყვარელი-გურჯაანის გზაზე ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევას დროს 40 წლამდე ქალი და 25 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. 3 არასრულწლოვანი კი დაშავდა.
გარდაცვლილები და დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.
როგორ შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" თხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.