ძაღლების შოუ რუსთავში [photo/video]

2021-04-10 23:13:39

რუსთავში, ფოლადის დარბაზში საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის ორგანიზებით, ჯიშიანი ძაღლების გამოფენა მოეწყო. [ვიდეო/video]

როგორც საქართველოს კონოლოგიური ფედერაციის საგამოფენო კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ასანიშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, გამოფენას, ჯამში, 400-მდე მონაწილე ჰყავს.

"ტარდება ჯიშიანი ძაღლების საერთაშორისო გამოფენა ე.წ. "Dog Show", რომლის უპირველესი დანიშნულებაა, რომ ჩავატაროთ ჯიშიანი ძაღლების ექსპერტიზა. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, ქალაქ რუსთავის მერიამ პრაქტიკულად უსასყიდლოდ გადმოგვცა ეს შენობა, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას უხდის საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია და ამასთან ერთად კინოლოგთა საერთაშორისო ორგანიზაციაც, რადგან დღეს ეს გაფართოებული საერთაშორისო გამოფენა მათი ეგიდით ტარდება.

ამ ექსპერიზის შემდეგ დარჩებიან საუკეთესო ძაღლები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას კიდევ ერთ პოდიუმში", - განაცხადა ზაზა ასანიშვილმა.

გამოფენაზე გრანდ ჩემპიონი გამოვლინდა. ჩემპიონი ჩაუ-ჩაუს ჯიშის 5 წლის რუსთაველი "შაკი" გახდა.

"მგონი ყველაზე ლამაზი ძაღლია. რაც უნდა იყოს ჩაუ-ჩაუ, აკმაყოფილებს ყველა ნორმას. ძალიან გახარებულები ვართ, გავიმარჯვეთ, გრანდ ჩემპიონობა ნიშნავს, რომ ხუთი გამოფენა უნდა მოიგო, 5 გამოფენა არ არის ცოტა, კონკურენცია მაღალია. კარგია ის, რომ რუსთაველები ვართ და რუსთავში გვყავს გრანდ ჩემპიონი ჩაუ-ჩაუ.

პლიუსია შეჯვარებაშიც, ჩემპიონთან შეჯვარება მგონი ყველას უნდა. ჩვენთვის საამაყოა, შვილივით გაზრდილი ძაღლი რომ მოიგებს გამოფენას, თავისთავად გვეამაყება. როგორც ოჯახის წევრი ისე გვყავს და მისი წარმატება ჩვენი წარმატებაა", - განაცხადა ძაღლის მეპატრონემ თემურ რუბენიამ.

გამოფენა ხვალ, 11 აპრილსაც გაგრძელდება. ლოკაცია უცვლელია, ფოლადის დარბაზი (მე-2 საჯარო სკოლის წინ).


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI