1 გარდაცვლილი 5 დაშავებული

2021-04-10 13:38:42

კახეთში, ავტოსაგზაო შემთხვევა მხვერპლით დასრულდა.

წნორი-ტიბაანი-ჯუგაანის გზაზე ერთმანეთს "მერსედესისა" და "ფორდის" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.