ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ერთ-ერთი ავტომობილი ამობრუნდა.
შემთხვევის დროს დაშავდა 4 პირი, მათ შორის 2 შედარებით მძიმედ.
როგორც "ინფო რუსთავის" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
ფოტო: "რადიოათინათი"